ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ერკეთისა და ქვემო ერკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად ერკეთი წარმოადგენს თემს, რომელშიც გაერთიანებულია სოფლები: ქვემო ერკეთი, ზემო ერკეთი, შუბანი, ქვემო ონჭიქეთი და ზემო ონჭიქეთი.
istoria
ტოპონიმ ერკეთის წარმომავლობა ერთი ვერსიით უკავშირდება საგეოგრაფიო სახელ „ერგეს“: ერგე > ერკე > ერკეთი. სახელი ერგე ჯერ კიდევ გვხვდება XVIII საუკუნის დამდეგამდე:
„გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გადმოღმართი ერგე, აჭარა და ჭანეთი რიკის პალოს აქეთი“ (ბერი ეგნატაშვილი)
ადრე ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-V სს) ერგეს ეკონომიკურ ცენტრად ბუკისციხის ანტიკური პერიოდის, გალავნიანი ქალაქი უნდა ჩაითვალოს.
სოფელი ერკეთი იხსენიება 1839 წელს. ერკეთის სასოფლო საზოგადოება ოზურგეთის მაზრაში შეიქმნა XIX საუკუნის შუაში. მასში შედიოდა 14 სოფელი: ერკეთი, ნაბეღლავი, ონჭიქეთი, საყვავისტყე, ციხე, შუბანი, იანეული, ხევი, ქვაბღა, ბჟოლიეთი, ბუქსიეთი, თავპანტა, ბუკისციხე, გაგამერია. 1880-იან წლებში ერკეთში 8-15 ნოემბერს იმართებოდა ბაზრობა. 1893 წელს სოფელში დაიბადა პლატონ კეშელავა.
mosaxleoba
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1874 |
2205 |
|
|
1883 |
1699 |
|
|
1893 |
2585 |
|
|
1900 |
5969 |
3137 |
2832 |
1908 |
6941 |
2784 |
3157 |
1914 |
7249 |
|
|
2002 |
1087 |
|
|
2014 |
817 |
|
|
|